საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ასოციაციის წევრები:
ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას საქართველოში, ან უნგრეთში.

საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ასოციაციის შეთავაზება წევრებისთვის:

  • მოიძიოს და დააკავშიროს კომპანიები, მათი ბიზნეს საქმიანობის მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად;
  • მიიღოს მონაწილეობა კომპანიებს შორის გარიგების პროცესში;
  • დაეხმაროს მათი პროდუქციის საპრეზენტაციო ღონისძიებების მოწყობაში;
  • განათავსოს კომპანიების პროდუქცია ასოციაციის ვებ-გვერდსა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე რეკლამირებისა და პოპულარიზაციის მიზნით;
  • მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ საკანონმდებლო ნორმების შესახებ, რომელიც საჭირო იქნება პროდუქციის რეალიზებისთვის; ასევე, აცნობოს ყველა ის საკანონმდებლო ცვლილებები ან რეგულაციები, რაც უკავშირდება ასოციაციის წევრის ბიზნეს აქტივობას.

საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი პროდუქციის ხარისხზე და კომპანიებს შორის მოლაპარაკებების შემდგომ აღსრულებაზე (გადაზიდვები, რეალიზაცია, ფულადი ანგარიშსწორება, ა.შ.).